„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- გამოფენა-კონცერტი „კონგრეს-ჰოლში“

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-კონცერტი გაიმართა „კონგრეს ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში. „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“  – ამ სლოგანით,  ღონისძიებაზე  300-ზე მეტი სტუმარი და მონაწილე შეიკრიბა.

კონცერტის დაწყებამდე, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მხატვრებმა დამთვალიერებელს ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა შესთავაზეს, უშუალოდ კონცერტში კი, რეგიონიდან ჩამოსული ქორეოგრაფიული ანსამბლები და მომღერლები მონაწილეობდნენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები დღეიდან ყოველთვიურად ჩატარდება.