თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულებული ფორმა იყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებენ.
ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 5 წლის გოგონას ვირუსული ინფექცია სხვა დაავადების ფონზე გაურთულდა. საამღზრდელო დაწესებულებაში, სადაც ბავშვი დადიოდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე ზამთრის პერიოდში წითელას ეპიდემიური აფეთქება აჭარაში ფიქსირდება, ჩუთყვავილათი ინფიცირების შემთხვევები კი გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია.
თამარ წიკლაური მუშაობს თემაზე.