ჩუბინაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სოზარ სუბარს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

თბილისში, ჩუბინაშვილის 52 ნომერში ჩასახლებული დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გადახურვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათ საცხოვრებელში სამუშაოებს არ ასრულებს.

დევნილები ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაა, შენობას სახურავი გადახდილი აქვს.

დევნილების მოთხოვნას სოზარ სუბარიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები მალე დასრულდება.