ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროს დროებითი საპანელო ხიდის აწყობა მიმდინარეობს.
ხიდის გადებით ჭუბერის ორი ნაპირი ერთმანეთს დაუკავშირდება და შესაძლებელი გახდება მარცხენა სანაპიროზე მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა.
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა თემში შემავალი სოფლების უმეტესობას.