თბილისში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველი დიპლომატი იმყოფება.
კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ყველა დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენება – ამ გზავნილით ჩამოვიდა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხვალ რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებს და ხელოვნური ბარიერებით გაყოფილ ქართულ დასახლებებში არსებულ ყოფას საკუთარი თვალით ნახავს. ოძისში და წეროვანში ჩასვლამდე მაღალი რანგის სტუმარმა ქართველ კოლეგასთან ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტიურად განხილვის პირობა დადო.