საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო. შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.