ჩინეთის, გუანდონის პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქართულ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩინეთში ბიზნესის წამოწყებით. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთზე, როგორც საექსპორტო ქვეყანაზე. ჩინეთის მხარემ ქართულ კომპანიებს საინვესტიციო პაკეტებიც გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ქონდათ სამომავლო თანამშრომლობისთვის გაეცვალათ საკონტაქტო ინფორმაცია .