ჩინეთში ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტი იზრდება

ჩინეთში ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტი იზრდება.

ქართული პროდუქტით ჩინეთის მსხვილი იმპორტიორები ინტერესდებიან.

„საპარტნიორო ფონდის“ორგანიზებით, 15-მდე ქართული კომპანია ძიანგსის პროვინციის ბიზნესფორუმის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

ფორუმზე საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ რეგიონულ ჰაბზე, იმსჯელეს და ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სივრცე დაეთმო.