ჩინეთი სამხედრო ხარჯებს ზრდის

ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7,2%-ით ზრდის,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფილი 210 მილიარდი ევრო ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებასა და წვრთნებზეა გამიზნული. შეგახსენებთ, რომ შარშან ჩინეთმა სამხედრო ხარჯები უკვე გაზრდა 7,1%-ით და ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 200 მილიარდი ევრო შეადგინა. სამხედრო ხარჯების მოცულობით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 751 მილიარდი ევროა.