ჭიდაობა - UNESCO-ს აღიარება

მავრიკიის ქალაქ პორტლუისში საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს.

იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

მსოფლიო აღიარება და გზა, რომელმაც სპორტის უძველესმა სახეობამ იუნესკო-ს ნუსხამდე გაიარა.

თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში ნახეთ, როგორ აღწერს გაერო-ს კულტურის ორგანიზაცია საკუთარ გადაწყვეტილებაში ჭიდაობას, რომელიც საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად იყო განსაზღვრული.