პარალიზებული მაღაროები და მილიონობით ზარალი – „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ დირექტორი ზარალს ითვლის და ექვსთვიანი პროტესტის შედეგად, ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრობს. კომპანიაში ამბობენ, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც, შესაძლოა, კომპანიამ თანამშრომლები ვეღარ შეინარჩუნოს.