საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი იმყოფებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან. ისაუბრეს მედიაში არსებულ სტანდარტზე. განიხილეს სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლის დაწყებასაც მაუწყებელი აპირებს.