ჩეხეთის სენატის დელეგაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში
21:59, 17.05.2022
საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი იმყოფებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან. ისაუბრეს მედიაში არსებულ სტანდარტზე. განიხილეს სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლის დაწყებასაც მაუწყებელი აპირებს.