ჭავჭავაძის გამზირი დილიდან ნაწილობრივ დაიკეტა. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე, შეზღუდვები ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე დაწესდა. პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობასა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას გულისხმობს.
გეგმის მიხედვით, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია, დაახლოებით ექვს თვეში უნდა დასრულდეს. გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი.