არასამთავრობო ორგანიზაციას ორ კვირაში ექნება მონაცემი, იპოთეკით დაზარალებული თუ რამდენი ოჯახი აღმოჩნდა 2017 წელს ღია ცის ქვეშ.
უსახლკაროდ დარჩენილთა რაოდენობა რომ დიდია, ამას წინა წელს ბანკების მიერ მოქალაქეებისგან მითვისებული უძრავ-მოძრავი ქონების სტატისტიკაც მოწმობს. მაღალი საპროცენტო განაკვეთის გარდა გადახდიისუუნარო კლიენტები კომერციული ბანკების მიდგომასაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პრობლემის შემთხვევაში ბანკებთან მოლაპარაკება და სესხის გადანაწილება შეუძლებელია.
საგანგაშო სტატისტიკის შესამცირებლად მესამე სექტორი ბანკებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.