მეტრო-სადგურ „ვარკეთილში“ საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შპს „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები კი გამომძიებლის შეკითხვებს ამ დრომდე პასუხობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის თავზე დღეს დილით მეტრო-სადგურის ჭერი ჩამოინგრა. დაშავებულია 14 ადამიანი. კიდურების მოტეხილობების გამო რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დღევანდელი ფაქტის გამო თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს იბარებს. მერიას დაქვემდებარებული სწორედ ეს სამსახური უწევდა ზედამხედველობას სექტემბერში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შეპესე „ყვარელრემმშენი“ ატარებდა.