უმრავლესობის წევრები მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულებს შეხვდნენ

15:18, 06.02.2018

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ორ მოქალაქეს შეხვდნენ.

დეპუტატებმა დაზარალებულებს კუთვნილი უფასო სამედიცინო პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი უფლებები კიდევ ერთხელ განუმარტეს.

საკრებულოს წევრების განცხადებით, დაშავებულთა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაფარა, ხოლო მომდევნო ხარჯებს დედაქალაქის მერია აანაზღაურებს.

როგორც საკრებულოს წევრებმა დაზარალებულებს განუმარტეს, მათ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურს უნდა მიმართონ.

მსგავსი