„ყვარელრემმშენის“ წარმომადგენლების დაკითხვა

დღევანდელმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა არც ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იყოს დაცული. გამოძიების დასრულებამდე და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებამდე ყველა მხარე თანხმდება, რომ მეტრო-სადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩატარდა.

შესრულებული სამუშაოების მიმართ უკვე დღეს შენიშვნები აქვს ყოფილ მერსაც. სადგურის რეაბილიტაციის შემდეგ ორი კომპანიის საექსპერტო დასკვნა გაიცა, რომელთა ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ სამუშაოების მოცულობა შეაფასეს. შესაბამისად ამ დრომდე გაურკვეველია, იყო თუ არა შემოწმებული სამუშაოების ხარისხი.