ცესკო-ს საინფორმაციო კამპანია

ცესკო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. 9 ოქტომბრიდან ელექტრონულ აპარატებს ეტაპობრივად ხალხმრავალ ადგილებში წარმოადგენენ. მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოსცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი მოწყობილობები. ამავე მიზნით უკვე მომზადდა და განთავსდა საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები.