ცესკო-ს დაკომპლექტების წესი

პოლიტიკური დაპირისპირების საგანია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სადავო კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით ნახევრად ცარიელ დარბაზში განიხილეს. საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარეობის და პროფესიული წევრობის კანდიდატებს პარლამენტს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. შეიცვლება კვორუმის წესიც – მათი ხუთი წლის ვადით ასარჩევად დეპუტატთა ერთი მესამედის, ანუ 100 ხმის ნაცვლად 76 ხმაც საკმარისი იქნება. ოპოზიცია დაანონსებულ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს და მმართველ გუნდს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე გავლენის გაძლიერების მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა, კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაქტია, რომ დღევანდელ განხილვაში არც ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა.