ცესკო - ელექტრონული ანგარიშის პრეზენტაცია

ცესკო-ს თავმჯდომარე ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. გიორგი კალანდარიშვილმა დადებითად შეაფასა ბათუმში 2 აპრილს შუალედური არჩევნების დროს 14-ვე საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატებით ხმის მიცემის პროცესი.