ცენტრალურ აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების ცხედრები მოსკოვში ჩაასვენეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების ცხედრები მოსკოვში ჩაასვენეს. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პროზექტურაში გადაიტანეს, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება.
სპეციალისტებს ორი დღე დასჭირდებათ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მოკლულს, ოხან ჯამალს 8 აგვისტოს დაკრძალავენ.
სამი რუსი რეპორტიორი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 31 ივლისს მოკლეს. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ. მათი დაღუპვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები უცნობმა პირებმა გაძარცვეს და მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.