ხანძარი ცენტრალურ აფრიკასა და ამაზონის ტყეში

ამაზონის ტროპიკული ტყე ისევ იწვის. მასშტაბური ზარალისა და ეკოლოგიური საფრთხეების მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების დახმარებაზე კვლავ უარს ამბობს, რაც ქვეყნის შიგნითაც უკმაყოფილებას იწვევს.

დიდი შვიდიანის ლიდერების მიერ შეთავაზებული თანხის მიღების სანაცვლოდ, ბოლსონარო საკუთარ პირობას აყენებს და საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ განცხადებებზე, სადაც მაკრონი ხანძრის ლიკვიდაციის გზებზე და სხვა ქვეყნების ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობდა. ფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტამდე, ამაზონის ტყეში ხანძრის ახალ-ახალი კერები ჩნდება, ამაზონთან ერთად, მასშტაბური სტიქიის ზონა ხდება ცენტრალური აფრიკაც.