მკვლელობა თიანეთში

ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ თიანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ფაქტზე.

მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი. ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს იპოვეს. ერთ-ერთი მოკლული თიანეთის რეფერალური კლინიკის გინეკოლოგის მეუღლეა. ის ოჯახთან ერთად დაბაში ცოტა ხნის წინ ხარაგაულიდან გადმოვიდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ორი სხვადასხვა იარაღითაა ჩადენილი.