ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცეკვის მასტერკლასი იმართება.
მთიულური, ფშაური, ხევსურული, მოხეური და თუშური ცეკვის მასტერკლასს 130 მონაწილე ჰყავს. მათ უძველესი დროიდან დღემდე შემონახულ აღმოსავლეთ საქართველოს მთის საცეკვაო ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს ნუგზარ ჯიქური, ნანა ხარანაული, ნინო მენთეშაშვილი და მარი ხაჩიძე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში შეასწავლიან. პროექტის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი, უჩა დვალიშვილი.