„ცე“ ჰეპატიტის პროგრამა - შეფასებები

„ცე“ ჰეპატიტის პროგრამას და ვადაგასულ მედიკამენტებს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოს პასუხი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა.

დიმიტრი ხუნდაძე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ სიცრუეში ადანაშულებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს, როდესაც ციხეებში ათასობით პაციენტი „ცე“ ჰეპატიტისთვის საჭირო მკურნალობას ვერ იღებდა.