სკანდალური აღიარება 14 წლის შემდეგ.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დუმილს არღვევს და მედიასთან დღემდე უცნობ გარემოებებზე პირველად საუბრობს. ზურა ბაქრაძე რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღების პოვნას დადგმულად აცხადებს და იხსენებს, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს რობაქიძის ერთ-ერთ მეგობარს ხელყუმბარა პირადად მან ჩაუდო.
საქართველოდან 2012 წელს წასული ექს-მაღალჩინოსანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ მიიჩნევს და ამბობს, რომ დავალების შემსრულებელი და შანტაჟის ობიექტი იყო.
ბაქრაძე დღეს „მოამბემ“ ფეისბუქის საშუალებით ჩაწერა. ჯერ უცნობია, დაკითხავენ თუ არა რეზონანსული საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს სასამართლოში დისტანციურად.
ზურა ბაქრაძე ერთადერთია საქმეში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, რომელიც შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ადასტურებს და ბოდიშს იხდის.