7 ნოემბერი - სამართლებრივი პროცესი  

7 ნოემბერის საქმის სასამართლო განხილვა დღემდე გრძელდება.

ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი და ოთხი ექს-მაღალჩინოსანი. გახმაურებული საქმე სამ ეპიზოდს აერთიანებს. ჯერ გამოძიების ეტაპზე, შემდეგ კი სასამართლო დარბაზში მიცემული ჩვენებები ადასტურებს, რომ 11 წლის წინანდელი საპროტესტო აქციის დარბევა რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა და მასში იმდროინდელი ხელისუფლების პირველი პირები უშუალოდ იყვნენ ჩართულები. გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა, განაჩენი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.