ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ექსპერტების გამოკითხვა მიმდინარეობს  

ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსპერტებს კითხავენ. წინა სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, საქმეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაერთო. ბრალდების მხრის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის შედეგი განსხვავდება სამხარაულის პირველი ექსპერტიზის პასუხებისგან და წერია, რომ ვიდეოში არაერთი წყვეტაა.

სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეებიც, რომლებმაც ფირს კვლევა ჩაუტარეს. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და კიდევ რამდენიმე პირი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებული.