ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაციის ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. „ფაიზერის“ შემთხვევაში ათვლა მეორე დოზით აცრიდან დაიწყება. „სინოვაკი“ და „სინოფარმით“ აცრილი პირებისათვის კი, ბუსტერით (მესამე დოზით) აცრა ნებადართულია მინიმუმ სამთვიანი ინტერვალით.