„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი და რუსეთის ბირთვული წვრთნები

საქართველოზეც არის საუბარი განცხადებაში, რომელიც „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის დასრულების შემდეგ მიიღეს. ლატვიის დედაქალაქში ჩატარებულ შეხვედრაზე ნატო-ში ახლად გაწევრიანებული ფინეთი და შვედეთიც იყო წარმოდგენილი. ნატო-ს ბლოკის აღმოსავლეთ ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელსაც არსებობის ცხრაწლიანი ისტორია აქვს, პირველად არ ესწრებოდნენ უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერები. სამიტის დღის წესრიგში მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იყო. სწორედ ამ საფრთხეების კონტექსტშია ხაზგასმული სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა.