ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება

ნოემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს კანონპროექტი, რომლის მომზადება თბილისში უბედური შემთხვევების გახშირების გამო გადაწყდა.

ბუნებრივი აირის მოწყობილობების კონტროლი და უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება. კერძო კომპანიებს უფლება ექნებათ, რომ აბონენტთა წინააღმდეგობის შემთხვევაში კუსტარული დანადგარების ასაღებად პოლიციას მიმართონ.

გათვალისწინებულია სოლიდური ფინანსური სანქციებიც.

წლევანდელი სტატისტიკაც საგანგაშოა. გაზის მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.