გაზის გაჟონვის საფრთხე  და უსაფრთხოების წესები  

ბოლო დღეებში მომხდარი უბედური შემთხვევების შემდეგ გაზის მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება.

ბოლო ფაქტი გუშინ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა, თუმცა წინასწარი ვერსიით ბუნებრივი აირის დაგროვება სავარაუდოდ, გაზქურის ჩართულ მდგომარეობაში დატოვებამ გამოიწვია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტრაგიკული ფაქტები ძირითადად კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს უკავშირდება. ამიტომ ნოემბრიდან გამკაცრებული კანონი უნდა შევიდეს ძალაში. ახალი რეგულაციებით გაზის მოწყობილობების კონტროლი მკაცრდება.