გაზის უსაფრთხოებაზე რეგულაციები მკაცრდება

გაზის მოწყობილობების დამონტაჟებასა და შიდა ქსელის მუშაობაზე კონტროლი მკაცრდება.

თბილისში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა. კანონ-პროექტის მიხედვით, გაკონტროლდება ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟის და შიდა ქსელის გაყვანის პროცესი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი ფინანსური სანქციები ამოქმედდება. არ არის გამორიცხული, რომ გაზის დანადგარების უსაფრთხოება სპეციალური დეტექტორითაც გაკონტროლდეს.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოწყობილობების გაზის ცენტრალურ მილზე მიერთების სამუშაოებს ხშირად შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები ასრულებენ.