თბილისში იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.
მიხაილ როთი შეხვდა არასამთავრობო სექტორის ნაწილს. ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. გერმანელი კანონმდებელი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სადაო კანონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ქართული დემოკრატიული კულტურის საწამლავია. მიხაილ როთთან შეხვედრას არ გეგმავს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვენ.