პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან დაკავშირებულ ინციდენტს აფასებენ. გუშინ „დროას“ აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ნინო წილოსანმა მოგვიანებით განმარტა, რომ აქტივისტმა მისი შეხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ წინასწარ იცოდა და მასთან მიზანმიმართულად მივიდა.