პოლიტიკური სპექტრი არჩევნების შემდეგ გამძაფრებულ პოლარიზაციას და ბულინგის შემთხვევებს აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბულინგის სათავე თავად „ქართული ოცნებაა“. მმართველ გუნდში კი ძალადობასა და სიძულვილის ენას ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ბულინგი იწყება, როდესაც არგუმენტები იკლებს.