უნიკალური ნაკეთობების გამოფენა ფოლკლორის ცენტრში.
დამთვალიერებელს დღეიდან ოქრომკედით ნაქარგი ნიმუშების დათვალიერება შეუძლია. სააღდგომო ექსპოზიციაზე იშვიათი ხელობით დაკავებული ავტორების სხვა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.
1980-იან წლებში პატრიარქის ინიციატივით აღდგენილი უძველესი ხელობის ნიმუშები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ათეულობით ოქრომკედით ქარგულ უნიკალურ ნიმუშებთან ერთად დამთვალიერებელი დაუსრულებელ ნამუშევრებსაც იხილავს.
„ბრწყინვალე, იგი სააღდგომო გამოფენა“ 23 აპრილს დასრულდება.