“ბრწყინვალე იგი, სააღდგომო გამოფენა”

21:59, 03.04.2023

უნიკალური ნაკეთობების გამოფენა ფოლკლორის ცენტრში.

დამთვალიერებელს დღეიდან ოქრომკედით ნაქარგი ნიმუშების დათვალიერება შეუძლია. სააღდგომო ექსპოზიციაზე იშვიათი ხელობით დაკავებული ავტორების სხვა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

1980-იან წლებში პატრიარქის ინიციატივით აღდგენილი უძველესი ხელობის ნიმუშები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ათეულობით ოქრომკედით ქარგულ უნიკალურ ნიმუშებთან ერთად დამთვალიერებელი დაუსრულებელ ნამუშევრებსაც იხილავს.

„ბრწყინვალე, იგი სააღდგომო გამოფენა“ 23 აპრილს დასრულდება.

მსგავსი