„ლონდონი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს პირდაპირი წესით ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. უოლესმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ცის დახურვის იდეას მხარს არ უჭერს, თუმცა, ლონდონს შეუძლია უკრაინას გადასცეს ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები. თავდაცვის მდივნის განცხადებით, ლონდონი გაზრდის ლეტალური და არალეტალური შეიარაღების რაოდენობას, რომელსაც უკრაინას გადასცემს. დეტალები ხვალ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე გახდება ცნობილი.