თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს საფრთხის შემცველია. ოპონენტების მოსაზრებებს საკრებულოს მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან და კორპუსების აშენებაში რისკებს ვერ ხედავენ.
შეგახსენებთ, ამ თემაზე თბილისის საკრებულომ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ უნდა მიიღოს.