11 ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა. ოპერატიული ღონისძიებები ბოლო 10 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ბრალდებულების აყვანა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. მათ ბრალი ნარკოტიკულო საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.