საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება – პროგნოზები კეთდება როგორც არჩევნების შედეგების, ისე შემდგომი პერიოდის პროცესებთან დაკავშირებითაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს მარცხს უწინასწარმეტყველებს, რომელსაც მისივე აზრით, სავარაუდოდ, პროვოკაციები მოჰყვება. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მთავრობის მეთაური ოპოზიციისგან ისეთ რადიკალურ და მძიმე ზომებსაც არ გამორიცხავს, როგორიც 2016 წელს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა იყო. ამავე თემაზე პრემიერი განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებული ხეჩუაშვილის ჩვენების იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც ბრალდებული თარგამაძის თვალთვალის დამკვეთად ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.
მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდის ფანტაზიის ნაყოფს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მმართველი გუნდის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს მიჩვეულები არიან.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.