ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს უპასუხა, რომლის თანახმადაც, საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. აღნიშნული სარჩელით, ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში, ამომრჩეველთა ხმას, მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით, მაღალი წონა გააჩნია. წარდგენილი სარჩელით, საია განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც, გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.