პროკურატურამ თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.