„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო დისკრიმინაციაზე საუბრობს. პარტიის წევრების თქმით, საარჩევნო კომისიებში უკანონოდ ჩამოერთვათ წარმომადგენლის ჩართვის შესაძლებლობა.
პარტიაში ამბობენ, რომ ამ უფლებით ახლა „ევროპელი სოციალისტები“ სარგებლობენ. ირმა ინაშვილის თქმით, „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლების მიერ არიან მართულები და მათ სასარგებლოდ იმოქმედებენ. გადაწყვეტილება ალიანსმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამჟამად, მოსამართლე სათათბიროდაა გასული. ინაშვილი სასამართლოს სთხოვს გადაწყვეტილება დროულად გამოიტანოს.