ბრიფინგი „ლეიბორისტულ პარტიაში“

„ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, გერმანიიდან საქართველოში ხუთი მილიარდი კომპენსაცია უნდა გადმორიცხოს და ომში დაღუპულთა შთამომავლებზე უნდა გადანაწილდეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომში ევროპისა და გერმანიის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად საქართველომ გაიღო მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით ყველაზე დიდი მსხვერპლი.

მოამბე