რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები დაუბრუნდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს. კულტურის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოდან 2003 წელს რუსეთში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები, წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. სამუზეუმო ექსპონატების დასაბრუნებლად კი, მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძისა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა და წარმატებით დასრულდა.