„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მათი პარტიის რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის წევრები რუსთავიდან თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდიოდნენ. გიგი წერეთლის განცხადებით, თავდამსხმელებმა ვახტანგ ქებაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მისივე თქმით, აღნიშნული პირები ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან.