დონალდ ტრამპი იმ შეთანხმების აღსრულებას იწყებს, რომელსაც ბოლო 22 წელია, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი გვერდს უვლიდა.
ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამოცხადებულ ქრონიკას ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, წერტილს დაუსვამს. ამით თეთრი სახლის ლიდერი უგულებელყოფს იმ საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიხედვით, იერუსალიმის სადავო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებით უნდა გაირკვეს.
დონალდ ტრამპის გეგმით მხოლოდ ისრაელის მთავრობაა კმაყოფილი. დანარჩენი მსოფლიო კი, ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივას ცალსახად ემიჯნება და კონფლიქტის ესკალაციას ელოდება. ამასობაში, პალესტინურმა რადიკალურმა ორგანიზაცია ჰამასმა ე.წ. ქვების ომი დააანონსა.